23:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 14:24:48, 3254 ნახვა

რეგიონი
რუსუდან შავაძემ ეთერ მიქელაძეს დედის დღე მიულოცა

შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ბუთურაულში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს სტუმრობდა. იაგო მიქელაძის დედას ეთერ მიქელაძეს, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

,,მინდა ყველა დედას მივულოცო დედის დღე! ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს. დღეს, ჩვენ დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ ეთერ მიქელაძეს, რომელმაც გაზარდა გმირი შვილი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას"- აღნიშნა რუსუდან შავაძემ.

იაგო მიქელაძე, ცხინვალის მისადგომებთან 8 აგვისტოს დაიჭრა,მოგვიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით.

დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს და მეუღლეებს 1,000-1,000 ლარი გადასცა. მეომრების ოჯახები ერთჯერად დახმარებას 3 000 ლარს აგვისტოს თვეშიც მიიღებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics