15:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 13:11:02, 3275 ნახვა

სამართალი
20 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სამ ბრალდებულს დანაშაულის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ სამმა ბრალდებულმა - კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა  დანაშაული აღიარა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გასულ სხდომაზე მათ  პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაო გახადეს.

„საპროცესო შეთანხმების მიხედვით, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია  და ზურაბ ბუდაღაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და ძირითად სასჯელად განესაზღვრათ 3-3   წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით, იგივე გამოსაცდელი ვადით. მათვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა თითოეულს 2000  ლარის ოდენობით.

პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა  აღიარეს წარდგენილი ბრალდება,  უდაოდ გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც სხვა გარემოებებთან ერთად გახდა  აღნიშნული შეთანხმების გაფორმების საფუძველი.

„20-21 ივნისის საქმეზე სულ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იყო 18 პირის მიმართ, მათგან 17-ს  ბრალი წარედგინა  ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, ხოლო 1 პირს ასევე მისი ხელმძღვანელობისთვის. აღნიშნული პირებიდან 14-მა აღიარა წარდგენილი ბრალდება, უდაოდ გახადა  ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უკვე ცამეტ ადამიანს გაუფორმდა შეთანხმება“-აღნიშნა პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ბრალდების აღიარების გათვალისწინებით, 2019 წლის 20 ივნისის აქციის ორ მონაწილეს თორნიკე დათაშვილს და გიორგი ჯავახიშვილს საპროცესო შეთანხმება  4 მარტს გაუფორმდა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics