|
2020-03-06 12:04:47, 1061 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ნესტან - დარეჯანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება. ასევე, ნიკო ბურისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც უკვე დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. პროექტის ფარგლებში, ჯამში, 2 840 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. აღნიშნულ ტერიტორიებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტიანი გზით გადაადგილდებოდა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ ენდ ლ“ აწარმოებს. პროექტების განსახორციელებლად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყო.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)