|
2020-03-05 16:34:10, 6640 ნახვა
სხვადასხვა
თანდილაშვილი: მოსახლეობის მაქსიმალური წყალუზრუნველყოფა წყლის რაციონალური გამოყენებით მოხდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრო. „საქართველოს მთავრობა წყლის რესურსების მართვის ახალი პოლიტიკის შემუშავებას ახორციელებს. აღნიშნულ პროცესში ყველა კომპეტენტური უწყების, საჯარო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა აუცილებელია, რადგან არსებული კლიმატური ცვლილებების ფონზე, მნიშვნელოვანია შევქმნათ წყლის რესურსების მართვის ისეთი პოლიტიკა და სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, წყლის რაციონალურად გამოყენებას, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურ წყალუზრუნველყოფას განაპირობებს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ეროვნული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე წყლის რესურსების მართვის სექტორში არსებული პრაქტიკული გამოცდილება განიხილეს და გარემოსადაცვითი პრინციპების გათვალისწინებით, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წყლის რესურსების მართვის სექტორში ახალი მიდგომების დანერგვა ხელს შეუწყობს წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების სერვისების, ასევე გარემოსდაცვითი აქტივობების გაუმჯობესებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში, წყლის მართვის სექტორში ტექნიკური დახმარების ყველაზე დიდ პროექტს ვახორციელებთ. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში უკვე საკმაოდ პოზიტიური შედეგები გვაქვს. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ვეცდებით, საქართველოს დავეხმაროთ როგორც წყლის ხარისხის გაუმჯობესების, ასევე მისი მონიტორინგის მიმართულებით“, - აღნიშნა პროექტის EUWI+ ლიდერმა, ალექსანდრე ცინკმა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. საქართველოში წყლის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნების მიხედვით, წყლის რესურსების აუზური მართვის პრინციპების დანერგვაა, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად მდინარეების აუზების მართვის გეგმების შემუშავებას და წყლის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას მოიცავს. საკოორდინაციო შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის” (EUWI+) მხარდაჭერით გაიმართა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)