|
2020-03-05 15:53:18, 4603 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის უდიდესი ავიაკომპანია, „Flybe" გაკოტრდა
ინგლისის უდიდესი ავიაკომპანია, "Flybe" გაკოტრდა. 2 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ავიაკომპანია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც ცნობილია, ავიაკომპანიის გაკოტრება, კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა მოგზაურთა რიცხვი. კომპანია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ კომპანიაში ადმინისტრაცია შევიდა. „Flybe-ს ყველა ფრენა გაუქმებულია. გთხოვთ ნუ მიხვალთ აეროპორტში, რადგან ფრენები არ შესრულდება“, - ვკითხულობთ „ტვიტში". გარდა ამისა კომპანია მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, რომ ალტერნატიული გზა მოძებნონ და ისარგებლონ სხვა ავიაკომპანიით ან რკინიგზით ისარგებლონ. მოგვიანებით კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის მომსახურე პერსონალისა და მომხმარებლების გადაყვენას ერთ-ერთი ბრიტანული კომპანია უფასოდ განახორციელებს. ავიაკომპანიის დირექტორმა მარკ ანდერონმა თანამშრომელბს წერილი მისწერა, სადაც ვკითხულობთ, „ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ვერ ვიპოვეთ სიტუაციიდან გამოსავალი“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)