|
2020-03-05 15:50:14, 1712 ნახვა
საზოგადოება
„დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ძოძუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ძოძუაშვილი აღნიშნავს, ის კერძო სექტორში გადასვლას გეგმავს. „მეგობრებო, გადავწყვიტე კერძო სექტორში გადასვლა, ვფიქრობ რომ პროექტს რომელიც მაქვს მომზადებული ექნება მაღალი დაინტერესება საერთაშორისო ბაზარზე. წინასწარი დაინტერესება უკვე გამოთქვეს პოტენციურმა ინვესტორებმა შესაბამისი პროტოტიპის დემონსტრირების შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ მას 6-7 თვეში წარვუდგენ დინტერესებულ მხარეებს. წლების განმავლობაში ამ სფეროში დაგროვილი ინტელექტუალური რესურსი, კავშირები და გამოცდილება განსაკუთრებით ინტეგრირებული სისტემების განვითარების მიმართულებით გახდა საწინდარი მრავალი საინვესტიციო შემოთავაზებისა, რომელსაც პირადად ვიღებდი. ეს საშუალებას მაძლევს გავაგრძელო მუშაობა ახალი ტიპის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით თუმცა არა როგორც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით არამედ კერძო სექტორში გადასვლის გზით. წარმატებები, რომლებსაც დელტამ მიაღწია ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიამაყის საგანიც არაერთხელ გამხდარა, მაგალითად, წარმატებით განხორციელებული ქართული ჯავშანმანქანების ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში, დიდგორი მეომარის ჰოლივუდის ფილმ fast and furious 9-ში გადაღება, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპორტი სამხრეთ ამერიკაში. საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღჭურვა, ქართული საბანკო სექტორისთვის საინკასაციო დანიშნულების ჯავშანმანქანების მიწოდება და სხვა. იმედი მაქვს ჩემი პირადი პროექტებიც ასეთივე ინტერესისა და სიამაყის საგანი გახდება. მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ყველას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა ჩვენს გვერდით, ჩვენს მიერ შექმნილი ყველა ახალი პროდუქტის ფართო მასებში გამოჩენას ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს და აშუქებდა, გვეხმარებოდა საკუთარი ინტელექტუალური რესურსითაც და გვამხნევებდა ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის. ჩემთვის დიდი პატივია 7 წლის განმავლობაში მეხელმძღვანელა ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის როგორიცაა დელტა“, - წერს ძოძუაშვილი. ცნობისთვის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 მაისს გაათავისუფლეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი აღნიშნულ თანამდებობაზე კვლავ აღადგინეს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)