16:54 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 11:07:25, 10536 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი იტალიაში მოგზაურობდა, ქვეყანაში დაბრუნდა სიმპტომების გარეშე, კვირას, შემდგომ კი, განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს.

„დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩვენთან სულ შესაძლო შემთხვევა დაფიქსირებული იყო 252, აქედან კი არის უკვე 4 დადებითი. გუშინ, გვიან დადასტურდა, ლუგარში, მეოთხე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო შემთხვევა, მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებული იტალიასთან, არის საქართველოს მოქალქე, რომელიც შემოვიდა კვირას საქართველოში, სიმპტომების გარეშე და შემდგომ, განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და ამის გამო, მან მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს, მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია გუშინ დილით, ჩატარდა კლინიკური კვლევები და ლაბორატორიულად დადასტურდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics