|
2020-03-05 10:43:38, 2203 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის განცხადებით, მთავრობა ე.წ. მთის კანონში ცვლილებებს განიხილავს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე მაღალმთიან სოფლებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა მთის კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებები იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს. „დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ საოკუპაციო ხაზის მიღმა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქების სოციალური პირობების გაუმჯობესება. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით, 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ამ კანონის ძირითადი მიზანი. ესეც იყო ჩვენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ და დარწმუნებული ვართ ეს იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)