|
2020-03-05 08:20:48, 2990 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა. სწავლა ქვეყნის მასშტაბით 15 მარტამდე გადაიდო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ და განათლების მინისტრმა ლუჩია აძოლინმა განაცხადეს. განათლების მინისტრმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აქამდე სწავლის გადადებაზე თავს იკავებდნენ და ელოდებოდნენ ექსპერტების დასკვნას. "როგორც ვთქვით, გარკვეული დროით სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში გადაიდო. ჩვენ მოვამზადეთ ვებ-გვერდი, რომელიც დისტანციურად იმუშავებს და ბავშვებს საშუალებას მისცემს, რომ სწავლა გააგრძელონ." ცნობისთვის, ამ დრომდე იტალიაში 107 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 276 ადამიანი. რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობამს მან 3 089-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)