|
2015-08-03 14:06:49, 575 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მესამე ანგარიშის (2015 წლის 8 მაისი) მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, კამპანია ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შესაძლებლობებსა და ვალდებულებების შესახებ, რომელიც მათ ექნებათ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ. კამპანიის ეფექტიანი განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობისთვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად. კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბეჭდური, ინტერნეტ და ტელე-რადიო არხებით საინფორმაციო რგოლების გავრცელება. დღეიდან, 3 აგვისტოდან ვიდეო-რგოლების ტრანსლირება მოხდება როგორც ქართულ, ისე აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)