|
2015-08-03 13:42:52, 640 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ჩოგოვაძე: ზაფხულში, ვიზიტორების სიმრავლით შავი ზღვის პირა რეგიონი გამოირჩევა
ზაფხულის პერიოდში, საქართველოში, ყველაზე მეტი ვიზიტორი შავი ზღვის პირა რეგიონს სტუმრობს. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ზაფხულის პერიოდში ვიზიტორების სიმრავლით შავი ზღვის პირა რეგიონები გამოირჩევა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ აჭარის რეგიონი და მათ შორის, ბათუმი ძალიან მომზადებული შეხვდა ამ სეზონს. მიმდინარე წელს აჭარას, 1700–ზე მეტი საწოლი დაემატა, სხვადასხვა ტიპის სასტუმროების კუთხით. იგულისხმება, როგორც 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, მაგალითად „ჰილტონი“, ასევე სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფასის სასტუმროები. სასტუმროების რაოდენობის ზრდასთან ერთად ფასი ხდება უფრო კონკურენტუნარიანი. შესაბამისად, უფრო მეტ ჩვენ თანამოქალაქეს და უცხოელ ტურისტს ეძლევა სტიმული, რომ დაისვენონ საქართველოში, მათ შორის აჭარაში“, – აღნიშნა ჩოგოვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)