|
2020-03-04 12:04:59, 1673 ნახვა
საზოგადოება
ინ ვიტრო განაყოფიერების თანამედროვე მეთოდები ჟორდანიას კლინიკაში
ინ ვიტრო ანუ ხელოვნური განაყოფიერება უშვილობის სამკურნალოდ ყველაზე ეფქტური და წარმატებული მეთოდია. საქართველოში ჟორდანიას კლინიკა იყო პირველი სამედიცინო ცენტრი, სადაც ამ მეთოდის დანერგვა და განვითარება მოხდა. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გამოცდილი რეპროდუქციული კლინიკა წყვილებს უნაყოფობის წინააღმდეგ ინოვაციურ და შედეგზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობს. როდის ხდება საჭირო ინ ვიტრო მეთოდის გამოყენებათუ წყვილი ერთი წლის განმავლობაში, რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების პირობებში, ვერ აღწევს ორსულობას, საჭიროა მიზეზის დადგენა და სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება. ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით ჟორდანიას კლინიკას დიდი გამოცდილება აქვს. ეს მეთოდი კლინიკაში უკვე ყოველდღიური, რუტინული პროცედურაა. მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდს წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საშუალებას აძლევთ სწორად შეაფასონ იმ მდგომარეობები, როდესაც ინ ვიტრო განაყოფიერება ეფექტური საშუალება იქნება ორსულობის მისაღწევად. ექიმი-რეპროდუქტოლოგები ინ ვიტრო განაყოფიერებას ურჩევენ წყვილებს, როცა დიაგნოსტირებით დადგინდება შემდეგი სახის დარღვევები -
რატომ ავირჩიოთ ჟორდანიას კლინიკა ინ ვიტრო განაყოფიერებისთვისჟორდანიას კლინიკა ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით ლიდერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. აქ ერთ სივრცეშია შესაძლებელი ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული სრული სამედიცინო სერვისის მიღება. კლინიკაში დანერგილია ინოვაციური მეთოდები, რაც პროცედურას მარტივს, უსაფრთხოს და უმტკივნეულოს ხდის. ჟორდანიას კლინიკაში ექიმთა გუნდი დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი ექიმ-გინეკოლოგებით, რეპროდუქტოლოგებით და ემბრიოლოგებით. კვალიფიციურ ექიმთა გუნდის, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის და თანამედროვე აპარატურის მეშვეობით, კლინიკას ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებული მაჩვენებელი აქვს - ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულების მაჩვენებელმა უკვე 75%-ს მიაღწია. რა პროცედურებს მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერებაინ ვიტრო განაყოფიერება ბუნებრივი განაყოფიერების იდენტური პროცედურაა და ზუსტად ისევე მიმდინარეობს, როგორც ეს ქალის ორგანიზმში ხდება. მისი ყველა პროცედურა მარტივი და უსაფრთხოა. მთლიანობაში ხელოვნური განაყოფიერება ქალის მომზადებიდან ემბრიონის გადანერგვამდე დაახლოებით 3 კვირა გრძელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს -
ჟორდანიას კლინიკა პაციენტზე ორიენტირებული გარემოსა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისით გამორჩეულია რეგიონში. ინ ვიტრო განაყოფიერების მაღალი შედეგების გამო, კლინიკას ხშირად აკითხავენ უცხოელი პაციენტებიც.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)