17:52 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 14:15:33, 1663 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - დარწმუნებული ვარ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.

ამის შესახებ მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში მთავარია დროულად მოხდეს ადამიანების იდენტიფიცირება.

„დილის მონაცემებით შესაძლო შემთხვევათა რიცხვი, რა თქმა უნდა, იზრდება. ის, ვინც ექვემდებარება გამოკვლევას უკვე 190-ს გადასცდა, მაგრამ ჯერჯერობით ვრჩებით 3 დადასტურებულ შემთხვევაზე. როდესაც შესაძლო შემთხვევათა რიცხვი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ. თუ შესაძლო შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, არ უნდა შეგვეშინდეს. მთავარია შევინარჩუნოთ ნაკლები დადასტურებული შემთხვევები. დარწმუნებული ვარ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები კიდევ იქნება და მთავარია ეს ადამიანები დროულად იყვნენ იდენტიფიცირებულები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics