|
2020-03-02 13:55:29, 1015 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების და ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების შესახებ ტრენერთა ტრენინგი დაასრულა
იუსტიციის სახლმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების და სერვისის გაცემის პროცესში ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების შესახებ ტრენერთა ტრენინგი დაასრულა. სასწავლო კურსი იუსტიციის სახლის 16-მა თანამშრომელმა გაიარა. ტრენერთა ტრენინგი იუსტიციის სახლის პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის - მეორე ეტაპი“ - ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ჩართულობით ჩატარდა. აღნიშნული პროექტი იუსტიციის სახლში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი სახელმძღვანელო/გზამკვლევი - „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“ და „მომხმარებელთა შორის ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირება იუსტიციის სახლში“. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემუშავდა ტრენინგ მოდულები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის სახლის 7 თანამშრომელი, დარგის ექსპერტებთან ერთად უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლის 850-მდე თანამშრომლისათვის ტრენინგების ჩატარებას. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების, სერვისის გაცემის პროცესში ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე დროული რეაგირების საკითხებზე იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მაღალი ცნობიერება და საჭიროებებზე მორგებული ცოდნა, მომსახურების პროცესს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და ადაპტირებულს გახდის. შემუშავებული ტრენინგ მოდულები იქნება იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს. იუსტიციის სახლისთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფო სერვისები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისათვის, რისთვისაც მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი ქმედების განხორციელებას გეგმავს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)