|
2015-08-02 15:33:56, 603 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა
გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები ქუთაისში ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. "ქუთაისის საავდმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს ორი პოლიციელი, მათი მდგომარეობა ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, რადგან დაზიანებების ხარისხი დიდი იყო. ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას გადის სასწრაფო დახმარების ექთანი, რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ექიმს, ის ფოთის კლინიკაში დარჩა და, ალბათ, დღეს გაეწერება ბინაზე",-განაცხადა დავით სერგეენკომ. შგახსენებთ, გუშინ ღამით, სოფელ გრიგოლეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. საერთო ჯამში, გრიგოლეთში, გუშინ 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)