11:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 10:21:37, 2074 ნახვა

კომენტარი
კობახიძე გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე - შევთანხმდით, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ

„ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემის საკითხე. შეთანხმებულები ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბროთ", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც გერმანიის ელჩის რეზიდენცია დატოვა.

მისი თქმით, იმგვარი საარჩევნო სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში, რაციონალური და სამართლიანი დოზით.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო არის საარჩევნო სისტემის საკითხი, რაზეც დიდხანს ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენ გავაჟღერეთ ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები, საარჩევნო მოდელთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს იდეები ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში რაციონალური და სამართლიანი დოზით. შეთანხმებულები ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბროთ. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იქნეს მიღწეული შეთანხმება შესაბამის მოდელთან დაკავშირებით, თუ ოპოზიცია ან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები არ დაიწყებენ რაიმე საბაბის ძებნას, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული”, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები დიპლომარებთან არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. როგორც ცნობილია, საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საარჩევნო სისტემაზეც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics