|
2020-02-27 18:43:48, 1379 ნახვა
საზოგადოება
ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე დამზადებული საინფორმაციო ბანერებია განთავსებული
საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები, რომლებსაც აქვთ ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის, ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ჰიგიენისტის კვალიფიკაცია. მიმდინარე ეტაპზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ევალება, რისკ ჯგუფის ქვეყნებში (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია) გადაადგილებული ყველა მგზავრის/საავტომობილო საშუალების მძღოლის თერმოსკრინინგი და საჭირეობის შემთხვევაში მათ მიმართ მგზავრის სააღრიცხვო ბარათის (დანართი N9) შევსება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში და მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების კუთხით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, (მათ შორის პორტებსა და აეროპორტებში) შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ხდება მგზავრთა (მათ შორის ტრანზიტული), ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას. მაღალი ტემპერატურის, გამოხატული კლინიკური ნიშნების ან სხვა საეჭვო გარემოებების გამოვლენისას შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგი ავსებს რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათს (დანართი N9) და დადგენილი წესის თანახმად ინფორმაციას აწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ქვეყანაში შემოსული მგზავრის რისკის პირველადი შეფასების შემდეგ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მგზავრის იზოლაციისა და სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე განთავსებულია ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე დამზადებული საინფორმაციო ბანერები, რომლებიც შეიცავენ რეკომენდაციებს კორონა ვირუსის გავრცელებისა და პრევენციის შესახებ. ამასთან, რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ეძლევა თვითიზოლაციის რეკომენდაცია (კონტაქტების შეზღუდვა და დანართში მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე ყოფნა მინიმუმ 14 დღის განმავლობაში). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მგზავრები იქნებიან ეპიდემიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე, გაცნობებთ, რომ დაწესდა გარკვეული შეზღუდვები იმ პირთა გადაადგილებაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის საქართველოს მოქალაქე, მას არ ეზღუდება ქვეყანაში შემოსვლა. ასეთ შემთხვევაში მგზავრი/ მძღოლი ექვემდებარება თერმოსკრინინგს. ტემპერატურის ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, ასეთი მოქალაქე ექვემდებარება კლინიკაში გადაყვანას, ხოლო თუ ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია, პირის მიმართ გავრცელდება სავალდებულო კარანტინი. ზომოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დაგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)