|
2020-02-27 10:41:54, 1041 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - ვარწმუნებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს
„ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრხე არ არსებობს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში კორონოვირუსის გამოვლენა დროულად მოხდა, რამაც მისი გავრცელების რისკი შეამცირა. „28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო მუშაობს ძალიან კოორდინირებულად და მადლობას ვუცხადებ ყველა იმ ორგანოს, რომელიც ჩვენთან ეფექტიანად თანამშრომლობს. სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ გუშინ დღემდე არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი კორონავირუსის საქართველოში და ის ფაქტიც, რომელიც დაფიქსირდა იყო დროულად, რამაც მოგვცა საშუალება, რომ აღარ მომხდარიყო ვირუსის შემდეგი გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური სააავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ არიან ინფეცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდან ჩამოვიდა , საიდანაც 1 იტალიის მოქალაქეა, 4 კი ქართველია, ხოლო 5 ირანიდან - 1 არის ქართველი, დანარჩენები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას. გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა მოვახდინოთ იმ მოქალაქეების კარანტინი, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ასეთი ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადსხვა ადგილზე. ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. ასევე, მობილიზებულია საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. მე ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრხე არ არსებობს და ჩვენ 24 საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“,- განაცხადა ტიკარაძემ.“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)