23:03 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 15:57:22, 937 ნახვა

საზოგადოება
იაპონიის საელჩომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს საჩუქარად საკურას ნერგები გადასცა

იაპონიის საელჩომ  საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს საჩუქრად საკურას ნერგები გადასცა.

მათი ნაწილი, დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა ეზოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან და თსუ-ს რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან ერთად დარგო.

მიხეილ ჩხენკელმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს და იმედი გამოთქვა, რომ აყვავებული საკურა საქართველო-იაპონიის მეგობრობის სიმბოლოდ იქცევა.

იაპონიის საელჩომ თბილისს საჩუქრად 100-ზე მეტი ძირი საკურა უკვე გადასცა, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ნაწილი კი  სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ეზოში დაირგო. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა მებაღეებმა თბილისისთვის საკურას გამორჩეულად მოყვავილე ფორმა შეარჩიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics