|
2020-02-26 11:46:30, 953 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, კიდევ ერთი ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, კიდევ ერთი ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების კუთხით, დედაქალაქის მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა. „კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მიხარია, რომ ჩვენ დედაქალაქის ის მთავრობა ვართ, რომელმაც ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ეს პრობლემა უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რის გამოც, დაზარალებულად 3 000-ზე მეტი ოჯახია ცნობილი. ცხრა მიწის ნაკვეთზე უკვე გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა და საერთო ჯამში, დაზარალებულ ოჯახებს 58 300 კვადრატული მეტრის თეთრი კარკასის საცხოვრებელი ფართები უნდა გადაეცეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ამჟამად, სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთებზეა გამოცხადებული, რომელთა ჯამური ფართობი 5 616 კვადრატულ მეტრს შეადგენს. „ყველა დაინტერესებულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღოს. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 28 თებერვლის 18:00 საათია. ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ყველაზე მეტ საცხოვრებელ ფართს შესთავაზებს. გადასაცემი ფართების (თეთრი კარკასის მდგომარებით) მინიმალური ოდენობა 2 600 კვადრატული მეტრია. დარწმუნებული ვარ, ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთით ძალიან ბევრი კომპანია დაინტერესდება, რომლის შედეგადაც, დაზარალებულ ოჯახებს დავეხმარებით და საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)