|
2015-08-01 09:32:53, 600 ნახვა
პოლიტიკა
შს ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობას პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი შეასრულებს
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი შეასრულებს. შს მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყება „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით, ორ ნაწილად გაიყო. საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა. შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შს უკვე ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური 6 წლის ვადით დაინიშნა, შს ახალი მინისტრის ვინაობა კი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. კანონში შეტანილი ცვლილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებად განისაზღვრა: საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქნება შემდეგი დანაყოფები: კონტრდაზვევრვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი ე.წ. შავნადაბას დანაყოფი. სუსის ხელმძღვანელად პარლამენტმა ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაამტკიცა. გომელაური ამ თანამდებობაზე 6 წლის ვადით დაინიშნა და ის ანგარიშვალდებული იქნება, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის წინაშე.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)