|
2020-02-24 10:33:50, 906 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. პანაშვიდის შემდეგ, ოფიციალურმა სტუმრებმა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით კი, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იუნკერების გმირობა სამაგალითოა. „იუნკერების თავდადება ჩვენი ახალგაზრდობისთვის მაგალითია იმისა, რომ ყოველთვის უნდა ვისწრაფოდეთ იდეისკენ. ჩვენი მთავარი იდეა არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც, თითქმის 100 წლის წინ, იუნკერებმა თავი შესწირეს. ჩვენ მომავალი თაობა იუნკერების ისტორიებით უნდა აღვზარდოთ. მჯერა, რომ ისინი გაითვალისწინებენ იუნკერების, მართლაც, გმირულ ისტორიებს. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი იდეებით აღვზარდოთ მომავალი თაობა“, - განაცხადა მან. პარლამენტის შიდა ეზოში წარმოდგენილი იყო იუნკრების ფოტოგამოფენა. ღონისძიებაზე, ასევე იუნკრების შთამომავლები, ჩოხოსნები და საპატიო სტუმრები იმყოფებოდნენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)