|
2020-02-21 18:22:24, 3327 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა საერთო მაჟორიტარობის კანდიდატზე - პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება თბილისის ოლქებთან დაკავშირებით
„პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება თბილისის ოლქებთან დაკავშირებით, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქართველოს სხვა რეგიონებშიც იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს დაუდასტურეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია 100/50-ი, რომელსაც ხელისუფლება მათ სთავაზობს. „პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება თბილისის ოლქებთან დაკავშირებით, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქართველოს სხვა რეგიონებშიც იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმება, იმისთვის, რომ ოპოზიციამ ერთმანეთს ხმები არ წაართვას. ერთმანეთს დავუდასტურეთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია 100/50-ი, რომელსაც ხელისუფლება ვითომ გვთავაზობს. იმიტომ, რომ ეს არანაირად რეალური შემოთავაზება არაა და ციფრებით ვაჭრობას არავინ არ აპირებს. არის ზოგადი პრინციპი და მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება ან ნებისმიერი პარტია, რომელსაც არ აქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ეს უნდა იყო მინიმუმ 40% ვერ და არ უნდა აკომპლექტებდეს მთავრობას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)