|
2020-02-20 15:52:08, 1324 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრაქცია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანას ითხოვს. როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, ქვეყანაში მთავრობები იცვლება, თუმცა პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება ხალხისადმი უცვლელია. „საჭიროა პირველი ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ყველაზე უფრო ეფექტურად ჩავთვალეთ სწორედ რეგლამენტში ცვლილება ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნის მიზნით. მე მგონი, რომ ეს უნდა გახდეს გარკვეული პოლიტიკური კონსენსუსის ნაწილი, იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც ხედავს იმას, რომ ფაქტობრივად იცვლება ხელისუფლებები, იცვლება მთავრობები, მაგრამ უცვლელი რჩება პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება ხალხისადმი. ისინი ხალხს უყურებენ, როგორც წინასაარჩევნო რესურსს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)