03:41 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 15:09:57, 1231 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების EMS-ის კოოპერატივის საბჭოს წევრად აირჩიეს

მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს შტაბბინაში, ბერნში, გაიმართა EMS კოოპერატივის საბჭოს არჩევნები, რომელშიც ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე. კოოპერატივის საბჭო შედგება 9 წევრისგან, რომლებსაც ირჩევენ 2 წლის ვადით.

EMS კოოპერატივი არის მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანო და აერთიანებს 180-ზე მეტ წევრ ქვეყანას, რომლებიც ერთად მუშაობენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე EMS კოოპერატივი ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების თანამშრომლობას, რათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მთელ მსოფლიოში.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა 2001 წლიდან არის EMS გაერთიანების წევრი.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics