|
2020-02-20 14:10:01, 1154 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ლიბანის N25 კორპუსის ორ სადარბაზოში ლიფტის რეაბილიტაცია დაიწყო. ლიფტების მოდერნიზაციის სამუშაოები ცქიტიშვილის N33, მეშვიდე მიკრორაიონის N4 ა და მეორე მიკრორაიონის N37 და N31 კორპუსებშიც მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდება ლიფტი და შეიცვალება, როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლფი. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. ის ამხანაგობები, სადაც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება, შეგროვებული თანხით სადარბაზოს კეთილმოწყობას და საერთო ქონებისთვის სხვადასხვა სამუშაოებს გეგმავენ. მიმდინარე წელს გლდანის რაიონში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის პროექტები განხორციელდება.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)