|
2020-02-19 15:36:30, 1496 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის პრეზენტაციას დაესწრო
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა. მედიატორთა ასოციაცია 2019 წლის დეკემბერში, მედიაციის შესახებ ახალი კანონის შესაბამისად შეიქმნა, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. ცვლილებებზე იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის პროექტისა (EU4justice) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის შესაბამისად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „USAID/PROLOG“-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების („GIZ“) ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით იმუშავა. ცვლილებათა პაკეტი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყანაში მოქმედ მედიატორთა ასოციაციებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიღწეული ფართო კონსენსუსის შედეგია. მიხეილ სარჯველაძემ მედიატორთა ასოციაციის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მედიატორთა ასოციაციის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მედიაციის შესახებ კანონის ეფექტურად აღსრულებისთვის. კანონის ეფექტიანი მუშაობა კი ხელს შეუწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. „რაც შეეხება ბიზნესის ხელშეწყობას, ბიზნესისათვის მედიაცია დავის გადაწყვეტის ბუნებრივი და უფრო მოხერხებული გზა. მისი მიზანია ყველა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება მოკლე დროში ნაკლები ფინანსური დანახარჯით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ. ღონისძიებაზე „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის სტრატეგიულ ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი მოხსენების ძირითადი თემა მედიატორთა თვითრეგულირება; კვალიფიკაციისა და პროფესიული ეთიკის ერთიანი სტანდარტების დამკვიდრება; სასამართლო და კერძო მედიაციის განვითარებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება იყო. ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)