|
2020-02-18 14:39:18, 2059 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს
„ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვთ, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს და ცდილობს საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით მიიღოს შედეგი", - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩანს ოპონენტების სუბიექტური და ზოგჯერ დესტრუქციული დამოკიდებულებას არჩევნებთან დაკავშირებით. „კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წელს მოხდება. ასეთი გადაწყვეტილება უახლეს ისტორიაში პირველად მიიღო და გააფორმა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ და ეს „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა. აქამდე ყოველთვის, როგორც წესი, პარტიები პროპორციულ არჩევნებს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ უჭერდნენ მხარს, ზოგიერთები კი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც ბოიკოტს უცხადებდნენ პროპორციულ არჩევნებს და ხელს უშლიდნენ რეფორმას. ახლა, ასეთი პარტიების ნაწილი პროპორციული არჩევნების გულმხურვალე მხარდამჭერია, რაც ან აიხსნება ამ პარტიების რეალური სახეცვლილებით, ან პოლიტიკური ფარისევლობით. გვესმის და სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, ბევრმა ჩვენგანმა ხმა მივეცით ამ ცვლილებას, პარლამენტმა 2019 წელს მხარი არ დაუჭირა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევას - მოსწონთ ეს გადაწყვეტილება თუ არა ოპონენტებს, ის ქვეყნის პარლამენტმა მიიღო და დამოკიდებულება, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერდა ასეთ გადაწყვეტილებას იქნებოდა კარგი პარლამენტი და თუ არ დაუჭირა მხარი - ის ცუდია და უნდა დაიხუროს - არადემოკრატიული და არათანმიმდევრულია. ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)