12:09 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 11:55:44, 1109 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის.  

ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 40 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 17 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის   ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.ეკომიგრანტი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მხოლოდ 2019 წელს,  სახელმწიფომ  სახლი 164 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა. ეს რიცხვი, 2020 წელს, კიდევ უფრო გაიზრდება და უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 250-მდე ოჯახი განსახლდება.

ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/f2a69

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics