|
2020-02-17 15:50:04, 1364 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშთა ფონდის (უნისეფი) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთო პროექტები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშთა სიღარიბის ზღვარის დაძლევის საკითხებზე, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე. გაეროს ბავშვთა ფონდმა მნიშვნელოვნად და დადებითად შეაფასა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების გაძლიერების კუთხით სამინისტროს მხრიდან დაწყებული რეფორმა. „დეტალურად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე რომლებიც ეხება ბავშთა სიღარიბის ზღვარის დაძლევის პროექტებს. ამ ეტაპისთვის დამთავრებულია გარკვეული საველე სამუშაოები და დაახლოებით ორ თვეში, ისინი წარმოგვიდგენენ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს და გაუმჯობესდეს დღეს არსებული მოდელი. ასევე ვისაუბრეთ სოციალურად დაუცველი ადამიანების ფორმულის დახვეწასთან დაკავშირებით, თუ რა საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ დღეს არსებული მეთოდოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწოს და გახდეს უფრო მიზნობრივი ჩვენი ბენეფიციარებისთვის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ დაიგეგმოს კონკრეტული შეხვედრები ამ ფორმულის მოდერნიზაციის შესახებ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც გაეროს ბავშთა ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში ღასან ხალილმა აღნიშნა „უნისეფი“ სამინისტროსთან ერთად მრავალ წარმატებულ პროექტს ახორციელებს და სამომავლოდაც იგეგმება პროექტების მასშტაბების გაფართოება. „მინისტრთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ საერთო პროექტები, მათ შორის სოციალური დაცვის საკითხები. ვისაუბრეთ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაზე, ასევე ბავშთა უფლებების კოდექსზე, რომელიც 2019 წლის სექტემბერში იქნა მხარდაჭერილი და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის გზები, რათა მხარი დავუჭიროთ სამინისტროს აღნიშნული კოდექსის იმპლემენტაციისას. ამასთანავე განვიხილეთ ბავშთა სისხლში ტყვიის შემცველობის მნიშვნელოვანი პრობლემა, საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ ვაგრძელებთ თანამშრომლობას სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რათა აღნიშნული ზიანი უახლოეს მომავალში შევამციროთ. ვისაუბრეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების განვითარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრსა და მის მოადგილეების თანადგომისთვის“, - აღნიშნა ღასან ხალილმა.
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)