17:32 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-16 10:26:09, 2105 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს

არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს, არსად არ ხდება ისე, რომ სასამართლო მიდის და პოლიტიკურ პარტიებს ეკითხება, შეიძლება თუ არა პროცესი ჩავატარო და ესა და ეს ადამიანი გავასამართლოთო – ეს არც ერთ დემოკრატიაში არ ხდება, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპონენტთა შეფასებებს იმის შესახებ, რომ თბილისის ყოფილი მერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

მისი თქმით, უგულავას სასამართლო პროცესის დრო და თარიღი საჯარო ინფორმაცია იყო და ეს ყველამ იცოდა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმაც.

„ეს საჯარო ინფორმაცია იყო. თვითონ ბატონი უგულავა და მისი ადვოკატები საჯაროდ ამბობდნენ, რომ პროცესი არის ჩანიშნული ამა და ამ დღეს და აკეთებდნენ წინასწარ ნეგატიურ მოლოდინებზე განცხადებებს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ჩვენ გავიზიაროთ ის წუხილები, რაც გამოთქვეს ჩვენმა პარტნიორებმა, თუმცა ისინი საუბრობდნენ მხოლოდ კონტექსტზე. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ამ პერიოდში, როდესაც ასეთი დაძაბული განხილვები მიმდინარეობს და არჩევნები მოდის, ეს არ იყო პოზიტიური, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics