14:15 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 14:17:55, 2474 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი მიწის რესურსების მდგრადი მართვის მიზნით მიმდინარე პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“  საზედამხედველო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა.

„აღნიშნული საპილოტე პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოვკვეთოთ ის საჭიროებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს. ამასთან, აუცილებელია, ჩვენ ვიმუშაოთ ფერმერების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით  ქარსაფარი ზოლების აღდგენის, ასევე  გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება, თითოეული ფერმერის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

საზედამხედველო საბჭოს შეხვედრაზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საძოვრების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ძირითად გამოწვევებს და რეკომენდაციებს, რომლებიც საძოვრების მდგრადი მართვის პროგრამის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორმა, სოფო ახობაძემ საპილოტე პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პროექტის ფარგლებში, საკანონმდებლო კომპონენტში განხორციელებული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მადლობა გადაუხადა.

პროექტი „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით, ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics