14:15 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 11:24:07, 1870 ნახვა

საზოგადოება
პატრულ-ინსპექტორებმა რუსთავის N15 საჯარო სკოლის პირველკლასელებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ამჯერად, პატრულ-ინსპექტორები ქალაქ რუსთავის N15 საჯარო სკოლას ეწვივნენ  და პირველკლასელი  მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარეს.

სამართალდამცველებმა ბავშვებს ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და სკოლასთან მდებარე "ზებრა"-გადასასვლელზე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა  და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics