|
2020-02-14 13:35:00, 1067 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე - სადაც არ უნდა შევხვდეთ, ჩვენი პოზიციები იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი
„ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი და დათმობა არ მოხდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მაისში, თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმტში, სადაც რუსეთის დელეგაციას შეხვდებიან, პოზიციები იქნება პრინციპული და მკაცრი. „როგორც იცით, საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ამის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი ვუზრუნველვყოთ ისე, როგორც ეს წინა თავმჯდომარე ქვეყანამ გააკეთა. ეს დადგენილი პრაქტიკაა და ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს. ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი და არავითარი დათმობა არ მოხდება. სერგეი ლავროვთან და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები ჩვენ გავაკეთეთ, ახლა ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა არაფერს ცვლის. კარგად ვიცით, რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენ შევხვდებით რუსეთის დელეგაციას, თუ მის წარმომადგენლობას – მინისტრებს, თუ ხელმძღვანელ პირებს, ჩვენი პოზიციები ძალიან პრინციპული და მკაცრი იქნება. რაც შეეხება ამ შეხვედრის ჩატარებას, ევროპის საბჭოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება.ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული და ჩვენ ასევე შევასრულებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)