|
2020-02-14 12:39:09, 840 ნახვა
საზოგადოება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონული შეხვედრები გრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით მორიგი შეხვედრა მცხეთაში ჩატარდა. მონაწილეებს სიტყვით მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ მიმართეს. გიორგი ჯიბლაძემ თავის გამოსვლაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტებში ადგილობრივი ფერმერების ინფორმირებისათვის თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონში სააგენტოს საქმიანობა შეაჯამა. აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მაღალმთიანი დასახლებების გაძლიერებისა და ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2019 წელს, მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა განახორციელა. დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ 12 მილიონამდე ლარი შეადგინა. რეგიონის მასშტაბით დაახლოებით 26 ჰექტარი ფართობის ბაღი გაშენდა. შესრულდა სამელიორაციო სამუშაოები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახნავ-სათესი მიწების გასარწყავების შესაძლებლობა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს. შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)