|
2020-02-13 15:14:53, 1631 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა. ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს. მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები მიმოიხილეს. ყურადღება ნატოში ინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიმართულებით პრაქტიკული მექანიზმების განვითარებაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ორივე ქვეყნის სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხსაც.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)