16:35 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 13:45:41, 1650 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
 
ვახტანგ გომელაურმა ელჩთან საუბრისას ორმხრივ ფორმატში საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის, 2013 წელს ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სამომავლო შეხვედრების გამართვისა და კონკრეტული მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.
 
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.








ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics