|
2020-02-13 13:07:24, 1364 ნახვა
საზოგადოება
„სმარტმა“ ზუგდიდში მეორე სუპერმარკეტი გახსნა
სუპერმარკეტი „სმარტი“ რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ #89-ში მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე ახალი სუპერმარკეტი გახსნა. ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ „სმარტი“ აქტიურად ავითარებს ქსელს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში და მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად, „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა, ქუთაისში, ბორჯომში, რუსთავსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გახსნის ობიექტებს და მომხმარებლებს მგზავრობისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის. ზუგდიდში პირველი სუპერმარკეტი „სმარტი“ რუსთაველის ქ. #167-ში 2012 წელს გაიხსნა. ახალგახსნილი „სმარტის“ გარდა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე უმაღლესი ხარისხის ბენზინის. დიზელის და ავტოგაზის მიღებასთან ერთად, მომხმარებელს სხვა საავტომობილო სერვისების მიღების შესაძლებლობაც აქვს. „სმარტს“ ზუგდიდში ჯამურად 50-მდე ადგილობრივი მოსახლე ყავს დასაქმებული. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო. ფართო ფორმატის სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. ცნობისთვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა. დღესდღეობით „სმარტის“ უკვე 15 სუპერმარკეტია წარმოდგენილი ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით მთელი საქართველოს მასშტაბით. „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)