|
2020-02-12 17:25:39, 1738 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი რუმინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქ. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში რუმინელ კოლეგას ნიკოლა-ლონელ ჩიუშას შეხვდა. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების საკითხები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, სტრატეგიული მზადყოფნა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში რუმინეთის წვლილზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში რუმინეთსა და საქართველოში გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად მართავს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ლიეტუველ კოლეგას. დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილესთან, ასევე ბულგარეთის, ესტონეთის, ჩეხეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან. ირაკლი ღარიბაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომასაც დაესწრება.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)