|
2020-02-11 16:51:33, 1379 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისათვის მოდელის რისკის მართვის დებულების პროექტს აქვეყნებს
„მონაცემებზე დაფუძნებული მოდელების ჯანსაღი გამოყენების წასახალისებლად და პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მოდელის რისკის მართვის დებულება“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ მოდელის რისკის მართვასთან დაკავშირებული პრინციპები და სტანდარტები ითვალისწინებს ფინანსურ სექტორში არსებულ პრაქტიკას, გამოწვევებს და მოწინავე საერთაშორისო საზედამხედველო გამოცდილებას. „საფინანსო სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაცემთა მეცნიერებაზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება სულ უფრო ფართო სახეს იღებს მსოფლიო მასშტაბით. აღნიშნული ზრდის ეფექტიანობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილების ხარისხსაც, თუმცა ამავე დროს თან ახლავს სპეციფიკური რისკები. მონაცემებზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება ქართულ საფინანსო სექტორშიც იზრდება. მათი ჯანსაღი გამოყენების წასახალისებლად და პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მოდელის რისკის მართვის დებულება. დებულების მიზანია მოდელის რისკის მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და რისკების ეფექტურად მართვის ხელშეწყობა. მოდელის რისკის მართვის დებულება განსაზღვრავს მოდელის აგების, ვალიდაციისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები მოდელის მართვასთან დაკავშირებით. დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინება, მისი დამტკიცების შემდეგ, სავალდებულო იქნება ყველა ფინანსური ინსტიტუტისთვის. მოდელის რისკის მართვასთან დაკავშირებული პრინციპები და სტანდარტები ითვალისწინებს დღეს, ფინანსურ სექტორში არსებულ პრაქტიკას და გამოწვევებს, და მოწინავე საერთაშორისო საზედამხედველო გამოცდილებას“, - წერია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)