|
2020-02-11 12:56:05, 1335 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე „ქართულ ოცნებას“ - ნებისმიერ არჩევნებზე ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში
„მინდა მკაფიოდ ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ნებისმიერ არჩევნებზე, ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა მათი ამოცანა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ჩამოშორებაა, რისთვისაც დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციაა საჭირო. „დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც „ქართული ოცნება“ საქართველოს შიგნით არის მთლიანად იზოლირებული და არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც მხარს უჭერს ხელისუფლებას. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იქნება ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი, დავრჩეთ ბოლომდე კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან და შეთანხმებული მოქმედებებით, მათ შორის შეთანხმებული მაჟორიტარული კანდიდატებით, უზრუნველვყოთ საარჩევნო და მშვიდობიანი გზით ამ ხელისუფლების უსწრაფესი ჩამოშორება. ჩვენ ვიქნებით ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციასთან. ჩვენი ამოცანა არის, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ და აუცილებლად მინდა, მკაფიოდ ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ , რომ ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში და ნებისმიერ არჩევნებზე, რიგგარეშე თუ დაგეგმილში, ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)