18:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 12:52:43, 1113 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი - უმრავლესობასთან მოლაპარაკებები არ იქნება, წარმოიდგინეთ მოლაპარაკებიდან გამოვდივართ და ხელებზე ბორკილებს გვადებენ

„უმრავლესობასთან არანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი არ იქნება იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ მოლაპარაკებებზე შევდივართ, გამოვდივართ და ბორკილებს გვადებენ ხელებზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მანვე დააანონსა საქართველოს მასშტაბით აქციები და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სამოქმედო გეგმზე გადადის.

„არანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი არ იქნება. გუშინ შეწყდა ეს მოლაპარაკებები, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ. იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ მოლაპარაკებებზე შევდივართ, გამოვდივართ და ბორკილებს გვადებენ ხელებზე. რა მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი. ოპოზიცია გადადის სამოქმედო გეგმაზე. რაც გულისხმობს, ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენს გააქტიურებას. იქნება როგორ ქუჩის აქციები, მანიფესტაციები, დიდი მასშტაბის აქციები რეგიონებში, ასევე საარჩევნო მიმართულებით გავაძლიერებთ მუშაობას. ეს ორი მიმართულება იქნება მთავარი. კონკრეტულ დეტალებს შევათანხმებთ ჩვენს ყოველდღიურ შეხვედრებზე, სადაც ვისაუბრებთ გეგმაზე“ - ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ უმრავლესობასთან  მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი აღარ იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics