|
2020-02-11 11:52:53, 1070 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქ. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება
12-13 თებერვალს ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს უმასპინძლებს. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს მირჩა ჯოანს შეხვდება. განხილვის მთავარი თემები იქნება: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრესი, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი. თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, სადაც მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიაში მონაწილეობის დეტალებზე იმსჯელებენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვას, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ. ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)