|
2020-02-08 16:43:22, 2153 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - „ნაციონელური მოძრაობა“ ლობისტურ კომპანიებს მთავრობის იმიჯის შელახვისთვის იყენებს
„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიებიც შესაძლოა, ლობისტურ კომპანიებს და თავის გავლენებს აქ, ვაშინგტონში იყენებენ იმაში, რომ შეულახონ იმიჯი მომავალ არჩევნებს, თავის ქვეყანას, მთავრობას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი თალაკვაძემ „ამერიკის ხმის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, კონგრესმენებს ინფორმაციის მიღების პრობლემა არ ჰქონიათ და ამის პრობლემა არც წარსულში ჰქონდათ. „მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კონგრესმენებს ჰქონდათ ინფორმაციის მიღების პრობლემა. არ გეთანხმებით, სიმართლე არის ის რომ კონგრესმენებს არ აქვთ ინფორმაციის მიღების პრობლემა და წარსულშიც არამგონია ამის პრობლემა ჰქონოდათ. რაც შეეხება ლობისტურ კომპანიებს, აქ თვითონ ლობისტური კომპანიის აყვანა კონტრაქტით კი არ არის პრობლემა, არამედ თუ რაში იყენებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ლობისტურ კომპანიას. აქ გამოიკვეთა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიებიც შესაძლოა, ლობისტურ კომპანიებს და თავის გავლენებს აქ, ვაშინგტონში იყენებენ იმაში, რომ შეულახონ იმიჯი მომავალ არჩევნებს, თავის ქვეყანას, მთავრობას და ამის ხარჯზე სცადონ იმის დაბალანსება, რომ ქვეყანაში, სადაც მათ უნდა ჩაატარონ კამპანია, ელაპარაკონ თავის მოქალაქეებს. ამ საუკუნეში ინფორმაციის მოპოვება არცერთი კონგრესმენისთვის არ არის პრობლემა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)