|
2020-02-07 20:00:54, 2814 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი - საქართველო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგულია
„საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია“, - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ,,საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების“ მე-4 ანგარიშშია მოყვანილი. ევროკავშირის ანგარიშის ძირითადი დასკვნები ასეთია: „საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდგომ პერიოდს ასახავს, ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა სფეროში, ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. შემდგომში, არსებითია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს. 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ქვეყანამ საკვები და არასაკვები პროდუქტებით ვაჭრობის ხელშესაწყობად კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. დამატებითი სტრუქტურული რეფორმები საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი იყოს საგარეო მოვლენებთან მიმართებაში და საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება გრძელდება, ენერგორესურსებთან დაკავშირებული საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონთა კრებულის (acquis) შესრულება მთლიანობაში მხოლოდ 25%-ს შეადგენს. კლიმატთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობის გათვალისწინებით, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონების მიღება ძალზე მნიშვნელოვანი იქნება“, - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)