|
2020-02-06 14:17:48, 969 ნახვა
საზოგადოება
მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია იგეგმება
მიმდინარე წელს მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მხრიდან ძველი პროექტების რეაბილიტაციის ან ახალი პროექტების განხორციელების დროს, მწვანე საფარის შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. „მწვანე საფარის შექმნა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ამ ქალაქის ეკოლოგიურ წონასწორობას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, თითოეულ პარკში, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, 80% მწვანე საფარი იქნება და სარწყავი სისტემები მოეწყობა. მოსკოვის გამზირზე, 27 000 კვ.მ ფართობზე გამწვანებული სივრცე არსებობს, რომლის რეაბილიტაციას სულ მალე დავიწყებთ. პროექტის საერთო ღირებულება 3 500 000 მლნ ლარია. ვფიქრობთ, სამუშაოების შედეგად, როგორც რეკრეაციული, ასევე დასასვენებელი კუთხით, ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან კარგი სივრცე ექნება. ბუნებრივია, მოეწყობა ველობილიკები, დაირგვება ახალი ხეები და ნარგავები, მოეწყობა შესაბამისი მოსასვენებელი ადგილები“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყება სარაჯიშვილის გამზირზეც, სადაც ასევე, დიდი ხეივანი არსებობს. „გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ხეივანში ინფრასტრუქტურაა მოშლილი, ხეების მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. ხეივანი 28 000 კვ.მ ფართობს მოიცავს და წელს ტერიტორია მთლიანად რეაბილიტირდება“, - განაცხადა მერის მოადგილემ. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 3 000 000 ლარი დაიხარჯება.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)