|
2020-02-06 11:08:47, 789 ნახვა
საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიურ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. განაცხადების მიღება 29 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. საგანმანათლებლო პროექტს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. წლევანდელი ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VIII-XII კლასის მოსწავლეებს. ვიქტორინა ჩატარდება „რა? სად? როდის?" ინტელექტუალური თამაშის პრინციპით. ნახევარფინალი 2020 წლის აპრილში ან მაისში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად გაიმართება. ყველაზე მაღალქულიანი 50 სკოლის გუნდი ფინალში გადავა, რომელიც 2020 წლის მაისში ან ივნისში თბილისში შედგება. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2020-1
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)