03:52 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 15:12:28, 1401 ნახვა

კომენტარი
შოთაძე - ჩემი გენერალურ პროკურორად დანიშვნა იქნება შესაძლებლობა, რომ ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე მივიყვანო

„იმ შემთხვევაში თუ გენერალურ პროკურორად დავინიშნები, ეს იქნება ჩემთვის საშუალება, რომ ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე მივიდეს და აღსრულდეს მართლმსაჯულება“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს მოსმენაზე ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისაჯონ.

„მე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე იმ დღეს, როდესაც ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილება იქნა გამოტანილი. მე მაშინაც და ახლა ვაცხადებ, რომ იყო მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი. მე მაშინაც ვამბობდი, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც გამოძიება ელოდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იურიდიული ფაქტების დადგენის შესაძლებლობა იყო და ეს საშუალება უნდა გამოყენებულიყო. ეს გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ყველა დანაშაულის ჩამდენი უნდა დაისაჯოს. იმ შემთხვევაში თუ, რა თქმა უნდა, გენერალურ პროკურორად დავინიშნები, ეს  იქნება ჩემთვის საშუალება, რომ ხორავას ქუჩის საქმე და სხვა საქმეები ბოლომდე მივიდეს და აღსრულდეს მართლმსაჯულება“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics