|
2020-02-04 12:56:05, 1573 ნახვა
პოლიტიკა
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება - ვიდეო
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სხდომაზე ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, უმრავლესობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთონ. „მართლაც ტრაგიკული შემთხვევა იყო, მით უმეტეს მძაფრდება ეს ემოცია, როდესაც ბავშვებს საქმე ეხება. ძალიან სამწუხარო ამბავია. უმრავლესობაში კონსულტაციის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატების გადაწყვეტილებით ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ უმრავლესობა დრეს სწორედ ამ ფაქტის გამო უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე“, - განაცხადა მამაუკა მდინარაძემ. პლენარულ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები რა ესწრებიან. მათ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)