|
2020-02-04 11:03:42, 1394 ნახვა
კომენტარი
უგულავა - პიკეტს და „სირცხვილის კორიდორს“ ხვალ მოვაწყობთ, პარლამენტსაც მოვუწოდებთ, დღევანდელი სხდომა გადადოს
„ბაღდათში მომხდარი მძიმე ტრაგედიის ფონზე ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ისივე როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, კონსულტაციით გუშინ ღამით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავამ საქართველოს პარლამენტსაც მოუწოდა, რომ დაგეგმილი სხდომა ხვალისთვის გადადონ. მან ასევე დაანონსა, რომ აქცია პარლამენტთან ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება. „ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ ღამე ბაღდათის რაიონში. ხანძრის შედეგა დაიღუპა 5 სულიანი ოჯახი და მათი ახლობელი, სულ 6 ადამიანი, აქედან 4 ბავშვია და ერთი ფეხმძიმე ქალბატონი. მე მინდა მივუსამძიმრო გორგოძეების ოჯახს, მათ ახლობლებს ჩემი და ყველა ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ისივე როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, კონსულტაციით გუშინ ღამით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მონილიზება და გლოვა. ასევე მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს დღეს გადაიდოს პარლამენტში სხდომა. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ჩვენ ვფიქრობთ უკვე ხვალ იმის მიხედვით, როდესაც ხვალ პარლამენტში გაიმართება მომდევნო სესია, ხვალ 10 საათზე შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ უმსგავსობას და მოვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს კიდევ ერთხელ“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, გუშინ ღამით ბაღდათის რაიონში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 4 ბავშვი, ერთი მოხუცი და ერთი ფეხმძიმე ქალბატონი.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)